English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ თეონა მაკალათია
ევოლუცია თუ რევოლუცია აღრიცხვასა და აუდიტში

ანოტაცია.სტატიის მიზანია გამოიკვლიოს და ჩამოაყალიბოს თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა აღრიცხვასა და აუდიტზე. სტატიაში განხილულმა საკითხებმა აჩვენეს, რომ ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზე შესაძლებელია აღრიცხვის ფუნდამენტური ცვლილება, რაც ავტომატურად გამოიწვევს თანმიმდევრულ ცვლილებებს აუდიტის სფეროშიც. აუდიტის სტანდარტები და აუდიტორული პროცედურები მთლიანად არის მორგებული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს. აღრიცხვაში განსახორციელებელი იმ მიმართულების ცვლილებები, როგორც ეს წარმოდგენილია სტატიაში,  არსებით ცვლილებებს გამოიწვევს აუდიტში. კერძოდ, აღრიცხვა, თუ ისე შეიცვალა, როგორც ქვემოთ არის აღწერილი, აუდიტიც კვალდაკვალ უნდა მიჰყვეს. სრულიად შეიცვლება მტკიცების ფორმები, აუდიტორული პროცედურები და რაც ყველაზე მთავარია, რწმუნების არსებული ხარისხი, რაც დღეს გონივრული რწმუნების დონედ მიიჩნევა. კვლევის მიზანიც სწორედ ეს არის, შესაძლებელია თუ არა  რწმუნების უფრო მაღალი ხარისხის მიღება, იგივე ან ნაკლები ადამიანური რესურსით.

საკვანძო სიტყვები: ბუღალტრული აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგება, სამმაგი ჩაწერა,  ბლოკჩეინი. 

1.     ორმაგი ჩაწერის პრინციპი

მონაცემების შენახვის ტექნოლოგიას კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებაც ხომ მონაცემების ჩაწერის, შენახვისა და წარდგენის ერთ-ერთი სახეა. ბუღალტრულმა აღრიცხვამ დიდი ევოლუცია განიცადა, ვიდრე თეორიისა და პრაქტიკის დღევანდელ სახეს მიაღწევდა. თანამედროვე ბუღალტრული ღრიცხვა ეფუძნება ორმაგი ჩაწერის სისტემას. რენესანსის პერიოდში ამ სისტემამ რევოლუცია მოახდინა ოპერაციების აღრიცხვის სფეროში. მან გადაწყვიტა მენეჯერების პრობლემა, შეძლებოდათ საკუთარი ჩანაწერების სისწორეზე კონტროლი.

თუმცა, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად, დამოუკიდებელი აუდიტორები ასევე ამოწმებენ კომპანიის ფინანსურ ინფორმაციას. აუდიტი ძვირადღირებული, საკმაოდ შრომატევადი და შედეგებით მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე საქმიანობის სახეა, რაც კომპანიის ბუღალტრების ჩართულობასა და დამატებით ძალისხმევასაც მოითხოვს.

ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებმა დააკისრეს პასუხისმგებლობა კომპანიის მმართველ რგოლს, მენეჯმენტს. მენეჯმენტმა დაიქირავა აუდიტორი, რათა დასკვნა გააკეთოს მენეჯმენტის მომზადებული ანგარიშგების სისწორესა და სანდოობაზე, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. აუდოროტული დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული რწმუნების უმაღლესი დონე. ამგვარად დამოუკიდებელია აუდიტორი, რომელიც არის ფინანსური ინფორმაციის სანდოობის დამოუკიდებელი გარანტი. 

 2.     რწმუნების დღევანდელი შესაძლებელი მაქსიმალური დონე

ვის წინაშეა აუდიტორი პასუხისმგებელი: იმ მენეჯმენტზე, ვინც დაიქირავა, თუ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების წინაშე? რატომ ამდენი წარუმატებელი აუდიტი? რატომ ამდენი დაშვებული შეცდომა? რატომ ამდენი არასწორი ინფორმაცია? რატომ ამდენი შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი?  სად არის რწმუნების მაღალი დონე? რატომ ვერ ხდება სწორი და სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფა დღევანდელ რეალობაშიც კი?

ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს მენეჯმენტის მტკიცებას ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების წინაშე. თითოეულ ამ მტკიცებას სანდოობის და რწმუნების პრობლემა აქვს. აუდიტიც სწორედ ამ ნდობის და რწმუნების მოპოვებას ემსახურება. აუდიტორები უდიდეს შრომით დანახარჯებს ეწევიან შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რათა  შეძლონ დასკვის გამოტანა იმაზე, რომ ფინანსური ანგაიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობას. ეს დავალება კიდევ უფრო რთულდება, თუ  ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს მიზანმიმართულად მალავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას კონკრეტული მიზნებისთვის.  ასეთ პირობებში იკვეთება თაღლითური ქმედებები.

 3.     თანამედროვე ტექნოლოგიები/ბლოკჩეინი

დღეს ციფრული მონაცემების შენახვის ახალი სისტემაა წარმოდგენილი, რომელსაც ბლოკჩეინს (Block Chain - ბლოკების ჯაჭვი) უწოდებენ. მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ისტორიაზე. ბლოკჩეინი ციფრული ჩანაწერების უზარმაზარი სივრცეა. მის უკან დგას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ათასი კომპიუტერისგან შემდგარი დეცენტრალიზებული ქსელი.

ინფორმაცია კრიპტოგრაფიულად იბეჭდება ბლოკჩეინში. ახალი ინფორმაცია ჩანაწერებში რამდენიმე წუთში ერთხელ ემატება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა კომპიუტერი გამოაცხადებს თანხმობას ამ მონაცემის მიღებაზე. თანხმობას კი კომპიუტერი მხოლოდ მაშინ გასცემს, როდესაც ახალი მონაცემის სისწორის მტკიცებულებას მოიპოვებს. ყველამ იცის, როგორ მუშაობს სისტემა, მაგრამ არავის შეუძლია მისი წესების შეცვლა. პროცესის არცერთი ნაწილი არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას, ყველაფერი სრულიად ავტომატიზებულია.

ამ ჩანაწერებს რომ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო სტრუქტურა განაგებდეს, იგი აღარ იქნებოდა სანდო. მაგალითად, კომპანიის გაკოტრების ან სტრუქტურის გაუქმების შემთხვევაში, მონაცემებზე პასუხისმგებელი აღარავინ დარჩებოდა. მაგრამ გაფანტულ ქსელში სისტემა დეცენტრალიზებულია. ამიტომ, ერთი კონკრეტული სუსტი წერტილი აღარ არსებობს. ხანდახან, შესაძლოა, დაირღვეს რამდენიმე კომპიუტერის ფუნქციონირება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან სხვა კომპიუტერები, საკუთარი ასლებით და სისწორის შესამოწმებელი მეთოდებით, უზრუნველყოფენ მონაცემების უსაფრთხოებას.

ამ სისტემის სიკეთეების არდანახვა და არგამოყენება დღეს ალბათ დაუშვებელია. ბლოკჩეინი დღესდღეისობით ალბათ, ჩანაწერებისშენახვისყველაზემნიშვნელოვანიდადეტალურიმეთოდია,რაც აქამდე არსებობდა, მუდმივი მეხსიერების ღია სტრუქტურა, რომელიც ორგანულად იზრდება. ეს ტექნოლოგიური გარღვევა ციფრული ფულის სისტემა ბიტკონმა მოიტანა, მაგრამ მისი გავლენა ბევრად დიდია, ვიდრე უბრალოდ ფულის ალტერნატიულ სისტემაში გამოყენებაა.

ამ ცვლილებებს, რასაკვირველია, ფუნდამეტური გავლენა აქვს საბუღალტრო აღრიცხვასადააუდიტზე. უდიდესი შესაძლებლობები იხსნება ბლოკჩეინის გამოყენებით  ბუღალტრულ აღრიცხვაში. შემდეგ კი აუდიტშიც. თუ აღრიცხვა-ანგარიშგება ფუნდამენტურად შეიცვალა, ავტომატურად იცვლება  აუდიტიც და მთელი აუდიტორული პროცედურებიც.

იქნებ დადგა  დრო, გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და საფუძვლიანად გავამარტივოთ აღრიცხვა-ანგარიშგება, გადავიყვანოთ იგი სანდოობის ახალ, ბევრად უფრო მაღალ ხარისხში. ყოველდღიურად გვესმის და ვხედავთ უამრავი არასაიმედო აღრიცხვისა და აუდიტის შედეგად გამოვლენილ  სავალალო შედეგებს, მათ შორის, მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების უზარმაზარ კორპორაციებში.

აღრიცხვა-ანგარიშგების ცვლილებას ავტომატურად აუდიტის პროცესის გამარტივება და ბევრად უფრო მაღალი ხარისხის რწმუნების მოპოვება მოჰყვება.

4. სამმაგი ჩაწერის შესაძლებლობა 

ტერმინი "სამმაგი ჩაწერა" თავდაპირველად 1986 წელს გვხვდება იუჯი იჯირის ნაშრომში. მან შემოგვთავაზა სადებეტო და საკრედიტო ჩანაწერების გარდა, გატარების მესამე მხარე, რომელსაც უწოდა ტრებიტი. როგორც იჯირი ამბობდა, ტრებიტი უნდა შეიცავდეს ახალ ანგარიშებს, შემოსავლის ცვლილების ასახსნელად. ასეთი სამმაგი აღრიცხვის სისტემის იდეაა ორგანიზაციისთვის უფრო მეტი იმპულსური ინფორმაციის მიწოდება, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიული გადაწყვეტილების უკეთეს მიღებას. 2005 წელს იან გრიგმა, ფინანსურმა კრიპტოგრაფმა, გამოაქვეყნა ნაშრომი თავის ვებგვერდზე სახელწოდებით "სამმაგი ჩაწერის სისტემა", რაც ამ ტერმინს სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს იუჯი იჯირის (1986) მომენტის აღრიცხვის განმარტებიდან. იან გრიგმა წამოაყენა ახალი კონცეფცია, "ქვითარი არის გარიგება", რომელშიც ციფრული ხელმოწერილი ქვითარი, რომელიც დაფიქსირებულია ორ მხარეს შორის ფინანსური კრიპტოგრაფიით, შესაძლებელია განვიხილოთ მესამე ჩანაწერად, რათა თავიდან იქნას აცილებული გარიგების თაღლითობა და შეამციროს შიდა ჩანაწერთა რაოდენობა. 2014 წელს ჯეისონ ტირამ დაწერა მოკლე სტატია Bitcoin Magazine-ში, რომელშიც მითითებულია, რომ ბიტკოინის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, გრიგის მიერ შემოთავაზებული სამმაგი აღრიცხვის კონცეფცია შესაძლებელია და სავარაუდოდ, სასურველი იქნება როგორც კომპანიებისთვის, ასევე გარე მომხმარებლებისთვის (Tyra, 2014). ამის შემდეგ, სამმაგი ჩაწერა, რომელიც დაკავშირებულია ბლოკჩეინთან, გადაიქცა საერთო ტერმინად.

აღრიცხვისა და აუდიტის ინდუსტრია უკვე სრულიად მოიცვა სამმაგი ჩაწერის  პოტენციალზე მუშაობამ. 2016 წელს Deloitte-მა გამოაქვეყნა მოკლე სტატია, რომელიც  blockchain– ით სამმაგი აღრიცხვის განხორციელება იქნება ფუნდამენტური ცვლილება ბუღალტრული აღრიცხვაში (Deloitte, 2016). იმავდროულად, blockchain- ის შემქმნელებმა უკვე მიიღეს ზომები ამ „თეორიის“ პრაქტიკაში დანერგვის მიზნით. ჯერჯერობით, ჩვენ ვიცით მინიმუმ 7 ბლოკჩეინის პროექტი, რომლებიც დაკავშირებულია სამმაგ აღრიცხვასთან. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინთან სამმაგი ჩაწერის სისტემამ შეიძლება შეცვალოს მთელი საბუღალტრო და აუდტის ინდუსტრია, ამ თემაზე აკადემიური კვლევები/ნაშრომები ძალზე შეზღუდულია. 

     ხომ არ არის დრო,  ორმაგი ჩაწერის სისტემიდან გადავიდეთ სამმაგ ჩაწერაზე?     

იქნებ, სამმაგი ჩაწერის სისტემა გავხადოთ ტრადიციული ორმაგი ჩაწერის სისტემის გაგრძელება. კიდევ უფრო დეტალურად რომ ავხსნათ იან გრიგის ტერმინი სამმაგი ჩაწერა, რა არის ეს მესამე? მესამე მოიცავს ყველა საბუღალტრო ჩანაწერს, რომელიც მესამე მხარის მიერ არის კრიპტოგრაფიულად დალუქული. ეს მოიცავს ინვენტარისა და მარაგების შესყიდვებს, გაყიდვებს, გადასახადებს, კომუნალური გადახდებს და სხვა ხარჯებს. გვერდიგვერდ, ორივე მხარის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები კონკრეტულ გარიგებასთან არის თანასწორი. გამყიდველი მხარე აღრიცხავს დებეტში ფულადი სახსრების მიღების ანგარიშზე, ხოლო მყიდველი აღრიცხავს კრედიტს იგივე ოპერაციისთვის, მხოლოდ საბუღალტრო ჩანაწერების თავიანთ მხარეს. სწორედ აქ შემოდის ბლოკჩეინი: ისინი ქმნიან ერთიან, ურთიერთ დამადასტურებელ, ურთიერთდაბლოკილ ჩანაწერთა სისტემას საჯარო სივრცეში. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია დადასტურდება, გადაიგზავნება და კრიპტოგრაფიულად დაილუქება, მათი გაყალბება, შეცვლა ან გაანადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბლოკჩეინ ტექნოლოგია იქნება შემდეგი რევოლუცია ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში:  ტრანზაქციის ქვითრების საფუძველზე ცალკეული ჩანაწერების შენახვის ნაცვლად, კომპანიებს შეუძლიათ ჩაწერონ თავიანთი გარიგებები უშუალოდ ერთობლივ რეესტრში და შექმნან სააღრიცხვო ჩანაწერების მდგადი, ურთიერთჩაკეტვადი სისტემა. მას შემდეგ, რაც ყველა მასალა ვრცელდება და კრიპტოგრაფიულად ილუქება, გაყალბება ან განადგურება, რათა აქტივობა დაფარონ, პრაქტიკულად შეუძლებელია. მსგავსი გარიგება ფაქტიურად წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულის ტოლფასს მხოლოდ ელექტრონული გზით. მასივის ყველა ჩანაწერი მუდმივად ინახება, მისი შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია და ამის გარანტი ქსელში ჩართული თითოეული კომპიუტერია, რომელიც ჩანაწერების საკუთარ ასლს ინახავს. სისტემაში შეღწევა შესაძლებელია  მხოლოდ ჰაკერების მიერ ქსელის ყველა კომპიუტერში  ერთდროული შეღწევით, ანუ საჭიროა ქსელის ყველა კომპიუტერის „დაჰაკვა,“ რაც წარმოუდგენელია და ეს ბევრი ნიჭიერი ადამიანის, მათ შორის, აშშ-ს NASA-ს სპეციალისტების უშედეგო მცდელობებითაც დადასტურდა.

აღნიშნული ტექნოლოგიური გარღვევით კომპანიები მიიღებენ მნიშვნელოვან სარგებელს შემდეგი ფორმით:

  • სტანდარტიზაცია საშუალებას მისცემს აუდიტორებს ავტომატურად გადაამოწმოს ფინანსური ანგარიშგების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემების უდიდესი ნაწილი.
  •  აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ხარჯები და დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.
  • გამოთავისუფლებულ დროში მათ შეეძლებათ დამატებითი სარგებელი მოუტანონ კომპანიებს.  მაგალითად, ეს დრო გამოიყენონ ძალიან რთულ ოპერაციებზე ან შიდა კონტროლის სისტემების გასაუმჯობესებლად.

შედეგი არის ორგანიზაციული, ტექნოლოგიური და პროცედურული დებულებების ფართო სპექტრი. ყველა პრევენციული ღონისძიება უნდა იყოს შესაბამისად დოკუმენტირებული და მესამე მხარისთვის აღსაქმელი.

ბლოკჩეინის გამოყენებით მარტივად ხდება ელექტრონული ფაილების მთლიანობის და სისწორის დადასტურება. ჯერ ერთი, რომ ყველა ფაილს უნდა მიენიჭოს ინდივიდუალური „ჰაშკოდი“.  „ჰაშკოდი“ წარმოადგენს ციფრულ თითის ანაბეჭდს თითოეული ფაილისთვის. მეორეც, ის, რომ „ჰაშკოდი“, როგორც თითის ანაბეჭდი არის ბლოკჩეინში უცვლელად, დროში ურყევად, წერილობითი ტრანზაქციის სახით დალუქული.

„ჰაშკოდის“ მეშვეობით ნებისმიერ დროს, შესაძლებელია დადასტურდეს კონკრეტული ტრანზაქციის ნამდვილობა ამ ანაბეჭდის შედარებით. იმ შემთხვევაში, თუ ანაბეჭდები იდენტურია, დოკუმენტი უცვლელი რჩება ბაზაში პირველივე ჰეშკოდის მინიჭების შემდეგ. 

დროში დაბეჭდვა შეიძლება ჩატარდეს დოკუმენტების არსებობის ციკლის ნებისმიერ დროს და გამოაქვეყნდეს ნებისმიერი მომდევნო ორგანიზაციული, ტექნოლოგიური და პროცესუალური მთლიანობის უზრუნველყოფად. სასურველია, თითის ანაბეჭდის შედგენა მოხდეს ელექტრონული დოკუმენტის შექმნის შემდეგ, სანამ დოკუმენტი გადაეგზავნება ემიტეტისგან მიმღებს. ამგვარად, შეიძლება გამოირიცხოს დოკუმენტის შეცვლის რისკი მთელ პერიოდზე. დოკუმენტის არქივირებისთვის, ჩვეულებრივი მონაცემთა შენახვის გამოყენება შეიძლება, რათა დოკუმენტის სისწორე ადვილად დადასტურდეს.

ამ კონცეფციის დადასტურების და გავცელების მიზნით, შეიძლება გავაკეთოთ თითოეული საბუღალტრო ტრანზაქციის სიცოცხლის ციკლი ბლოკჩეინში, თავისი ყველა შესაბამისი დოკუმენტით ამგვარად კომპანიის სხვადასხვა ბიზნეს პროცესები ადვილად აღსაბეჭდი და კონტროლირებადი იქნება.

და ბოლოს, ბლოკჩიანი ტექნოლოგია „სმარტ კონტრაქტების“ იგივე „ჭკვიანი კონტრაქტების“ საშუალებას იძლევა, ანუ  ეს არის წინასწარ ჩადებული პროგრამა, რომელიც ავტომატურად განხორციელდება გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მოხდება საქონლის მიღება, შესაბამისი სპეციფიკაციების შემოწმება  და დადასტურდება კომპანიის საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობა,  ინვოისი ავტომატურად განაღდდება.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, შეცვალოს დღევანდელი აღრიცხვის და აუდიტის სისტემა, რადგან ბლოკჩეინი ერთი მთლიანი „საბუღალტრო წიგნია“. ეს შეიძლება იყოს მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის პროცესების მაქსიმალურად ავტომატიზირება. არსებობს უამრავი ადგილი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის. ახალი აპლიკაციების კასკადი ერთიმეორეზე მიყოლებით საშუალებას მოგვცემს ახალი, უპრეცედენტო სერვისებისთვის.

ყოველივე ეს სერიოზული ცვლილებების წინაშე აყენებს მთლიანად აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს. სრულიად სხვა მტკიცებები იქნება გამოყენებული აუდიტის პროცესში და შესაბამისად, სრულიად სხვა აუდიტორული პროცედურების ჩატარება გახდება საჭირო. აუდიტორული რწმუნება გადავა განვითარების ახალ ეტაპზე. დღევანდელი გონივრული რწმუნება შეიცვლება ბევრად უფრო მაღალი რწმუნების ხარისხით იმის ხარჯზე, რომ საერთოდ აღარ იარსებებს შერჩევის პროცედურები. ყველა ტრანზაქცია იქნება 100% დადასტურებული. აუდიტორები მხოლოდ მონაცემებს დაამუშავებენ და გაანალიზებენ დიდ ინფორმაციას. 

5. დასკვნა

სამმაგი ჩაწერის სისტემის უპირატესობები მრავალფეროვანია რეკონსილაციის, გამჭვირვალეობის, ნდობისა და აუდიტის თვალსაზრისით. სამმაგი ჩაწერა საშუალებას გვაძლევს დავაკავშიროთ ბალანსი, ტრანზაქცია და ანგარიშგების პროცესი, რათა ორგანიზაციებმა შეძლონ საკუთარი ჩანაწერებზე დაყრდნობა. როგორც წესი, თითოეული მხარე პასუხისმგებელია საკუთარ ფინანსურ ჩანაწერებზე, რამაც  შეიძლება გამოიწვიოს თაღლითობა ან შეცდომა. სამმაგი ჩაწერის გამოყენება ამ რისკს ამცირებს ობიექტური, დამოუკიდებელი ჩანაწერის საშუალებით.

მივიღებთ ადამიანის მიერ შესასრულებელ ნაკლებ რუტინული სამუშაოს, ნაკლებ დახარჯულ დროს და ადამიანის რესურსის უფრო ნაყოფიერ და ეფექტურ გამოყენებას, ნაკლებ დაშვებულ  შეცდომას და თაღლითობას, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, სანდოობის  და გამჭვირვალობის სრულიად ახალ ხარისხს. დღესდღეისობით რწმუნების გონივრულ დონეს განაპირობებს შერჩევის პროცედურები, რაც გამოიყენება აუდიტში. სამმაგ ჩაწერაზე და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადასვლა შესაძლებელს გახდის, შემოწმდეს ტრანზაქციების სრული, 100%-იანი მოცულობა, რაც ავტომატურად განაპირობებს რწმუნების უფრო მაღალ დონეს, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. 

ლიტერატურა:

  1. Hotch, Ripley, “Money Matters; accounting software; evaluation,” Nation’s Business, July 1990, Vol. 78, No. 7, Pg. 40.
  2. Ijiri, Yuji, Studies in Accounting Research #18, “Triple-Entry Bookkeeping and Income Momentum,” (American Accounting Association, 1982.
  3. Ijiri, Yuji, Studies in Accounting Research #31, “Momentum
    Accounting and Triple-Entry Bookkeeping: Exploring the
  4. Dynamic Structure of Accounting Measurements,” (American
    Accounting Association, 1989).
  5. Fraser, I.A.M. (1993), "Triple-entry bookkeeping: a critique." Accounting and Business Research, Vol. 23, No. 90, pp. 151–158.
  6. Blommaert, A.M.M. (1995). "Additional disclosure triple-entry and momentum accounting." The European Accounting Review, Vol. 4, No. 3, pp. 580–581.
  7. Blommaert, A.M.M. "Additional disclosure: triple-entry en momentum accounting: kwaliteitsverbetering van management accountingsystemen door het administreren van winstkrachten en winstsnelheden." Dissertation, Maastricht University, 1994, ISBN 90-207-2482-7.
  1. Eric Melse, "Accounting for trends. Relevance, explanatory and predictive power of the framework of triple-entry bookkeeping and momentum accounting of Yuji Ijiri." Dissertation, Maastricht University, 2008, ISBN 978-90-902210-5-2.
  2. Melse, E. (2008), Accounting in three dimensions. A case for momentum revisited. The Journal of Risk Finance, Vol. 9, No. 4, pp. 334–350
  3. Wagensveld, J. (1995), "The future of double-entry." Paper, regional conference of the Northern Accounting Group, British Accounting Association, Newcastle, UK, 13-4-1995. Published as: Ribes, Erasmus Universiteit, Rotterdam, 1995, ISBN 90-5086-215-2.
  4. Melse, E. (2005), Het verklarend en voorspellend vermogen van Momentum Accounting." Kwartaalschrift Economie. Tijdschrift voor algemeen- en bedrijfseconomische vraagstukken. Vol. 2, No. 4, 2005, pp. 343–371 (in Dutch).
  1. Ijiri, Y. (1993), "Variance analysis and triple-entry bookkeeping." In: Yuji Ijiri (ed.), Creative and innovative approaches to the science of management. The IC2 Management and Management Science Series. Quorum Books, Westport, ISBN 0-89930-642-X, pp. 3–25.
  2. Ijiri, Y. (1988), "Momentum accounting and managerial goals on impulses.’ Management Science, Vol. 34, No. 2, pp. 160–166.
  3. Ijiri, Y. (1987), "Three postulates of momentum accounting.’ Accounting Horizons, Vol. 1, March, pp. 25–34.
  4. Satoshi Nakamoto. Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System. — 2008. — 9 с.
  5. Melanie Swan. Blockchain: Blueprint for a New Economy. — O'Reilly Media, Inc., 2015. — 152 с. 
  6. Pedro Franco. The Blockchain // Understanding Bitcoin: Cryptography, Engineering and Economics. — John Wiley & Sons, 2014. — 288 p. — ISBN 978-1-119-01916-9.
  7. Andreas M. Antonopoulos. 7. The Blockchain // Mastering Bitcoin. — O'Reilly Media, Inc., 2014. — ISBN 978-1-4493-7404-4.
  8. Hacker Noon. (2017). Why Everyone Missed the Most Important Invention in the Last 500 Years. [online] Available at: https://hackernoon.com/why-everyone-missed-the-most-important-invention-in-the-last-500-years-c90b0151c169 [Accessed 21 Mar. 2018].
  9. Bitcoin Magazine. (2018). Triple Entry Bookkeeping With Bitcoin. [online] Available at: https://bitcoinmagazine.com/articles/triple-entry-bookkeeping-bitcoin-1392069656/ [Accessed 21 Mar. 2018].
  10. Accounting for Management. (2017). Double entry system of accounting – history, definition, explanation, advantages and disadvantages | Accounting for Management. [online] Available at: https://www.accountingformanagement.org/double-entry-system-of-accounting/ [Accessed 21 Mar. 2018].
  11. Accounting, T. (2018). Triple Entry Accounting. [online] Blockchainabc.blogspot.com.es. Available at: http://blockchainabc.blogspot.com.es/p/blog-page.html [Accessed 21 Mar. 2018].
  12. Iang.org. (2018). Triple Entry Accounting. [online] Available at: http://iang.org/papers/triple_ entry.html [Accessed 21 Mar. 2018].
  13. Grigg, I., 2005, Triple Entry Accounting